суббота, 13 сентября 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

      დღეს ვისწავლეთ  გვერდების დამატება ბლოგზე. ,სურათის განთავსება ახალ
გვერდზე, დიზაინის შეცვლა.  
     საკმაოდ დატვირთული დღე იყო. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, გავაკეთეთ კომენტარები, მივეცით   ერთმანეთს  . საქმიანი    რჩევები. შევაჯამეთ ცხრა დღის   .მუშაობა. 

пятница, 12 сентября 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

       დღეს ვისწავლეთ სლაიდზე ობიექტის ჩასმა.
        ჩეკლისტის საშუალებით  მოვაწესრიგეთ  ჩვენი ნამუშევრები.
        დავალაგეთ და  გავაზიარეთ პორტფოლიო.
        ვემზადებით ხვალინდელი დღის პრეზენტაციისთვის.

четверг, 11 сентября 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

         ვისწავლეთ ბმულის განთავსება ბლოგზე. შევქმენით შეფასების რუბრიკა.
         გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს.მივიღეთ დავალება, მსგავსი ნიმუში შევქმნათ
    ჩვენი  პროექტისთვის.
        შევავსეთ დიფერენცირებული  სწავლების კითხვარი.
        ვაგრძელებთ გეგმის შაბლონზე მუშაობას.
        საკმაოდ დატვირთული დღე იყო.

სასწავლო პროცედურები

вторник, 9 сентября 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ვისწავლე პრეზენტაციაში ფორმატირების შეცვლა.დავამთავრეთ მესამე მოდული.ვისწავლეთ ვირტუალური ჯგუფების შექმნა, გაზიარება.გავეცანით შეფასების რუბრიკის ნიმუშებს ინტელის ბიბლიოთეკიდან. მივიღეთ დავალება: დავწეროთ სასწავლო პროცედურები.

пятница, 5 сентября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ ამოცანებისა და მისნების დახვეწაზე,განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. განვიხილეთ მათი ნიმუშები და რუბრიკა.   გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო, დავიწყეთ მუშაობა პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.

четверг, 4 сентября 2014 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

    ზოგადი კითხვა:
1) მართლა ასე შეიცვალა ყველაფერი?

თემატური კითხვები:

1) როგორ ცვლის განათლება ადამიანის ცხოვრებას?

2)რატომ ვუკავშირებთ დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის  უფლებებსა და მოვალეობებს  საერთაშორისო კონვენციებს?

3)რატომ  შეიცვალა განათლების სტრუქტურა საზოგადოებრივი ფორმაციის შეცვლისთანავე?

   შინაარსობრივი კითხვები:

1)რა მსგავსება და განსხვავებაა  საბჭოურ და თანამედროვე სკოლებს შორის?.

2)რა ცვლილებები განიცადა განათლების სისტემამ?

3)შეაფასეთ  ამ ცვლილებების  დადებითი და უარყოფითი მხარეები.

вторник, 2 сентября 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

        დღეს  დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. ამისათვის გა დავხედე  სტანდარტებს და განვსაზღვრე,  რომელი შედეგის- ინდიკატორის მიღწევა მსურს  ჩემი თემის ფარგლებში.   ვისწავლე  ესგ-ს ელექტრონული  ვერსიის გამოყენება,ინტელის საგანმანათლებლო  გზა-მკვლევის გამოყენება
        ჩამოვაყალიბე მიზნები, რომლებიც  სასურველ შედეგზე გამიყვანს.
            

воскресенье, 31 августа 2014 г.

ჩემი პროექტის მიზნები.

მოსწავლეები  ელექტრონული წყაროებით მოიძიებენ, გაანალიზებენ, ჩაატარებენ კვლევას სხვადასხვა საზოგადოებაში  სწავლა-აღზრდის მეთოდებში და ამ მიმართულებით გამოიკვლევენ ადამიანის უფლებების თავისუფლების ხარისხს.
        მოსწავლეები შეძლებენ  განიხილონ სხვადასხვა საზოგადოების საგანმანათლებლო სტრუქტურები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს  თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბებაზე.
 შეაფასებენ დადებით და უარყოფით მხარეებს და  შეიმუშავებენ რეკომენდაციებს.

суббота, 30 августа 2014 г.

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე  სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
სასწავლო პროცესი შემიძლია გავხადო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი,
მდიდარი , თუ მე სრულყოფილად და შემოქმედებითად ვიმუშავებ.

пятница, 29 августа 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

დღეს  გავაკეთეთ იდეების გენერაცია, ვისწავლე კოლეგების იდეებზე კომენტარის გაგზავნა,ვისწავლე ბუპლეტის გაკეთება.

ჩემი პროექტის იდეა

-  .საზოგადოებრივი ფორმაციის ცვლილებამ საქართველოში  ,მე-20 ს.-ის ბოლოს, გამოიწვია სხვადასხვა თაობებს შორის ღირებულებთა კონფლიქტი. მოსწავლეები ხშირად გაორებული არიან და არ იციან რომელი ფასეულობა ირწმუნონ. ამიტომ ამ
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები მოიძიებენ,შეისწავლიან,გამოიკვლევენ და გაანალიზებენ  საბჭოთა ეპოქისა და თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების სწავლა- აღზრდის
მეთოდებს, თავისუფალი განათლების ხარისხს,სწავლის დონეს, კავშირებს უცხოეთის სასწავლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო  წრეებთან, იმსჯელებენ მათ ავ-კარგიანობაზე, შეაფასებენ, დიფერენცირებას გაუკეთებენ ორივე საზოგადოების დადებით და უარყოფით მხარეებს და შექმნიან ბროშურას.