пятница, 29 августа 2014 г.

ჩემი პროექტის იდეა

-  .საზოგადოებრივი ფორმაციის ცვლილებამ საქართველოში  ,მე-20 ს.-ის ბოლოს, გამოიწვია სხვადასხვა თაობებს შორის ღირებულებთა კონფლიქტი. მოსწავლეები ხშირად გაორებული არიან და არ იციან რომელი ფასეულობა ირწმუნონ. ამიტომ ამ
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები მოიძიებენ,შეისწავლიან,გამოიკვლევენ და გაანალიზებენ  საბჭოთა ეპოქისა და თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების სწავლა- აღზრდის
მეთოდებს, თავისუფალი განათლების ხარისხს,სწავლის დონეს, კავშირებს უცხოეთის სასწავლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო  წრეებთან, იმსჯელებენ მათ ავ-კარგიანობაზე, შეაფასებენ, დიფერენცირებას გაუკეთებენ ორივე საზოგადოების დადებით და უარყოფით მხარეებს და შექმნიან ბროშურას. 

3 комментария:

  1. ნანა, ძალიან საინტერესო იდეაა, კარგი სამუშაო იქნება. ხომ არ აჯობებს, რომ ცოტა დააკონკრეტო, განათლების ძირითად მიმართულებებში რას გულისხმობ, სკოლის მოსწავლეებისთვის ადვილად გასაგები რომ იყოს.

    ОтветитьУдалить
  2. ძალიან საინტერესო თემატიკაა.ბავშვები დაინტერესდებიან და აქტიურად ჩაერთვებიან მუშაობაში.მნიშვნელოვანია მუშაობის კველა ეტაპზე მოტივაცია მაღალი იყოს. ამიტომ კველა ეტაპი კარგად უნდა იყოს გაწერილი

    ОтветитьУдалить
  3. ქ-ნო ნანა, ვფიქრობ თქვენი პროექტის იდეა საინტერესოა, რდგან ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, მოსწავლეები დაინახავენ განსხვავებას, საბჭოთა და თანამედროვე განათლების სისტემებს შორის. უკეთ გაერკვევიან მათ დადებით და უარყოფით მხარეებში. ვფიქრობ დაინტერესდებიან და პროექტიც წარმატებული იქნება. წარმატებებს გისურვებთ.

    ОтветитьУдалить