воскресенье, 31 августа 2014 г.

ჩემი პროექტის მიზნები.

მოსწავლეები  ელექტრონული წყაროებით მოიძიებენ, გაანალიზებენ, ჩაატარებენ კვლევას სხვადასხვა საზოგადოებაში  სწავლა-აღზრდის მეთოდებში და ამ მიმართულებით გამოიკვლევენ ადამიანის უფლებების თავისუფლების ხარისხს.
        მოსწავლეები შეძლებენ  განიხილონ სხვადასხვა საზოგადოების საგანმანათლებლო სტრუქტურები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს  თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბებაზე.
 შეაფასებენ დადებით და უარყოფით მხარეებს და  შეიმუშავებენ რეკომენდაციებს.

суббота, 30 августа 2014 г.

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე  სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
სასწავლო პროცესი შემიძლია გავხადო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი,
მდიდარი , თუ მე სრულყოფილად და შემოქმედებითად ვიმუშავებ.

пятница, 29 августа 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

დღეს  გავაკეთეთ იდეების გენერაცია, ვისწავლე კოლეგების იდეებზე კომენტარის გაგზავნა,ვისწავლე ბუპლეტის გაკეთება.

ჩემი პროექტის იდეა

-  .საზოგადოებრივი ფორმაციის ცვლილებამ საქართველოში  ,მე-20 ს.-ის ბოლოს, გამოიწვია სხვადასხვა თაობებს შორის ღირებულებთა კონფლიქტი. მოსწავლეები ხშირად გაორებული არიან და არ იციან რომელი ფასეულობა ირწმუნონ. ამიტომ ამ
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები მოიძიებენ,შეისწავლიან,გამოიკვლევენ და გაანალიზებენ  საბჭოთა ეპოქისა და თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების სწავლა- აღზრდის
მეთოდებს, თავისუფალი განათლების ხარისხს,სწავლის დონეს, კავშირებს უცხოეთის სასწავლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო  წრეებთან, იმსჯელებენ მათ ავ-კარგიანობაზე, შეაფასებენ, დიფერენცირებას გაუკეთებენ ორივე საზოგადოების დადებით და უარყოფით მხარეებს და შექმნიან ბროშურას.